ინტერვიუები

 ინტერვიუ მ. კახნიაშვილისგან
- გამარჯობა, მარიამ! რა შეგიძლიათ გვითხრათ ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ? - გამარჯობათ. მე როგორც ყველა ქართველს ძალიან მიყვარს ექვთიმე თაყაიშვილი. ის იყო უნიჭიერესი პროფესორი, აკადემიკოსი, მას ბევრი ნიმუშის გადარჩენაში მიუძღვის წვლილი. - რა იცით მისი საფრანგეთში მიგრაციის შესახებ? - ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილმა საქართველო დატოვა და პარიზში დასახლდა. მან დიდი ხანი დაჰყო საფრანგეთში. დროგამოშვებით ის ოქსფორდშიც სწავლობდა. - რას გვეტყვი მის მიერ გადარჩენილ ქართულ ექსპონატებსა და ხელნაწერებზე? - გახიზნულმა ექვთიმე თაყაიშვილმა თან წაიღო საქართველოს განძის ისტორიულად განსაკუთრებით ღირებული ნაწილი. მასში შედიოდა თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა: ოქრო-ვერცხლის ხატები და თვალ-მარგალიტით მოოჭვილი სხვა საგანძური, ძვირფასი ხელნაწერები, ზუგდიდის დადიანისეული სასახლის განძეულობა, გელათისა და მარტვილის სამონასტრო ქონება, თბილისის სასახლის განძეულობა, ბორჯომის სასახლის ქონება და სხვა მრავალი. მიუხედავად იმისა, რომ განძის მესაკუთრედ, ოფიციალურად, საქართველოს მთავრობა ითვლებოდა, ფაქტობრივად, განძს თაყაიშვილი მეურვეობდა. განძი, სულ 39 ყუთი, ექვთიმეს მარსელის ბანკში ჰქონდა შენახული. - შენი აზრით, რა შეიცვლებოდა ჩვენს ცხოვრებაში, რომ არა ექვთიმეს საგმირო საქმიანობა? - ექვთიმე თაყაიშვილი იყო ერისკაცობის ნამდვილი ეტალონი.. რომ არა ის , დაიკარგებოდა ქართული ექსპონატები და ხელნაწერები.. საქართველოს დააკლდებოდა ღირსეული ადამიანი, ნიჭიერი აკადემიკოსი, პატრიოტი და წმინდანი ექვთიმე თაყაიშვილის სახით. - მარიამ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის! - არაფერს!

No comments:

Post a Comment